საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში შეხვედრებს მართავენ

14 ივნისი 2018
დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში შეხვედრებს მართავენ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კანდელაკი, რომლებიც საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ იღებენ მონაწილეობას, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის თანადირექტორს, რუპერტ აინლის შეხვდნენ. 

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და საპარლამენტო უმცირესობის ხედვის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო პარლამენტის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც. 

„ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, „ევროპული საქართველოს“ და საპარლამენტო უმცირესობის ხედვაზე. ასევე, ვისაუბრეთ პარლამენტის გაძლიერების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის კონტექსტში. ვისაუბრეთ, ასევე, უსაფრთხოების სიტუაციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ნაბიჯებზე, რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას  განსაკუთრებით, ნატოს კონტექსტში, იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს რეალურ პროგრესს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კანდელაკმა.
 
დღესვე, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დარიუს სკუსევიჩუსს შეხვდნენ. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობასა და საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს. საუბარი, ასევე. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა და პარლამენტის როლის მნიშვნელობას შეეხო. 

„ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ უნდა გადადგას ევროკავშირის კონტექსტში. რა ამოცანებს უნდა ისახავდეს საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში - რეალისტურ ამოცანებს, რომ ამ ნაბიჯების სიკეთე იგრძნოს ხალხმა. ასევე, ვისაუბრეთ, ამ გზაზე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებაზე და დახმარებაზე შიდა პოლიტიკურ კონტექსტში, იმისთვის, რომ პოლიტიკური კონკურენცია საქართველოში იყოს ცივილიზებული და ადგილი ჰქონდეს რეალურ ანგარიშვალდებულებას“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R