საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახაბერ ოქრიაშვილის განცხადება

27 ივნისი 2018
კახაბერ ოქრიაშვილის განცხადება

25 ივნისს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტ, „ფაქტ ჩეკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის საპარლამენტო გამოსვლის ტექსტია განხილული. 

დეპუტატი ჭარბვალიანობის პრობლემაზე საუბრობს და მოჰყავს როგორც მსოფლიო ბანკის, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ საქართველოში, ყოველი 1 000-დან 700-ზე მეტ ადამიანს აქვს საფინანსო სექტორის, მათ შორის კომერციული ბანკების ვალი, ქვეყანაში ჯამური ხელფასის 30%-მდე კი მიდის მხოლოდ საბანკო პროცენტის მომსახურებაზე.

განცხადების განხილვა პირდაპირ ვერდიქტით იწყება: „კახაბერ ოქრიაშვილის განცხადება არის მცდარი“, ხოლო რეზიუმეში, რომელიც ვერდიქტს მოსდევს, პირველივე წინადადება გამორიცხავს მათ მიერვე გამოტანილ განაჩენს: „განცხადებაში კახაბერ ოქრიაშვილის მიერ გამოყენებული მაჩვენებლები ფაქტობრივად, მეტწილად, სწორია“. მოგვიანებით კი, სტატიის ანალიზში ვკითხულობთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2016 წელს, საქართველოში, 1 000-დან 724 ადამიანს კომერციული ბანკების ვალი მართლაც ჰქონია.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ განცხადებაში მოყვანილი რიცხვები არის სწორი და ობიექტური, რაზეც თავად სტატიაშია საუბარი, მაშინ რა არის ტყუილი და რატომ არის განცხადება მცდარი?

გამოდის, რომ თავად სტატიაა სუბიექტური და ამ სუბიექტური მოსაზრებების გავრცელება ემსახურება კონკრეტული მხარის ინტერესებს.

მივიჩნევთ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც ჭარბვალიანობაა, არავის აქვს უფლება, იყოს სუბიექტური.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R