საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე: „ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოხატული მზაობა კიდევ უფრო გააძლიერებს განვითარების დინამიკას ჩვენს ქვეყანაში“

ფრაქცია „ქართული ოცნება“ 15 მაისი 2018
მამუკა მდინარაძე: „ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოხატული მზაობა კიდევ უფრო გააძლიერებს განვითარების დინამიკას ჩვენს ქვეყანაში“

„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან ადეკვატურად უყურებენ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, დემოკრატიის, სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს. ისინი ყოველთვის გამოხატავენ ღია, აშკარა და ქმედით მხარდაჭერას ჩვენ მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან, კრისტი მორდჰორსტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნარკოპოლიტიკა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იყო. მან კრისტი მორდჰორსტს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო ხელისუფლების ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის პარლამენტის წინაშე წარდგეს და თემის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ქვეყნის საგარეო მიმართულებების პრიორიტეტებს, ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განხორციელებულ და დაგეგმილ საგადასახადო რეფორმას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ახალი საზედამხედველო მექანიზმის „საკომიტეტო მოკვლევის“ ამოქმედებას და მასთან დაკავშირებულ პოზიტიურ მოლოდინებს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გამოხატული მზაობა კიდევ უფრო გააძლიერებს განვითარების დინამიკას ჩვენს ქვეყენაში“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“
05 მარტი 2021

მსგავსი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა
22 თებერვალი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?
05 თებერვალი 2021

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი
25 იანვარი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R