საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე: „ამ ასაკის ადამიანებში არის ყველაზე ახლებური, სწორი, ეროვნული აზროვნების პოტენციალი“

ფრაქცია „ქართული ოცნება“ 03 მაისი 2018
მამუკა მდინარაძე: „ამ ასაკის ადამიანებში არის ყველაზე ახლებური, სწორი, ეროვნული აზროვნების პოტენციალი“

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ფრაქციის მდივანი ნინო წილოსანი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი დღეს, საქართველოს პარლამენტში, ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ.

შეხვედრა, ძირითადად, ბულინგის თემას დაეთმო, თუმცა ყურადღება ახალგაზრდებისათვის საინტერესო სხვა თემებზეც გამახვილდა, როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე სკოლებში მანდატურის სამსახურზე, ნარკოტიკების თემაზე და ა.შ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე კანონმდებლებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„მრავალ თემაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო ბულინგი და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო შეხედულებები აქვთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად პოლიტიკოსებმა რომ გავითვალისწინოთ ამ ასაკის ბავშვებიდან წამოსული წინადადებებიც და მათი აზრებიც კი, ძალიან კარგია, ვინაიდან ყველაზე ბუნებრივად ეს მოზარდები აწყდებიან იმ პრობლემებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის საზოგადოებაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული დისკუსიაში ყველა ასაკის ადამიანი, ყველა ასაკის ადამიანის ნააზრევი მოვისმინოთ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები უკეთესად, უფრო ღრმად შევისწავლოთ და გადაწყვეტილების უკეთესი გზები და ფორმები ვიპოვოთ“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას და გააქტიურებას აპირებს: „ამ ასაკის ადამიანებში არის ყველაზე ახლებური, სწორი, ეროვნული აზროვნების პოტენციალი და, შესაბამისად, გარკვეულ ტრადიციასაც დავნერგავთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ფრაქციის ლიდერმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“
05 მარტი 2021

მსგავსი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა
22 თებერვალი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?
05 თებერვალი 2021

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი
25 იანვარი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R