საქართველოს პარლამენტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი
განცხადებები 30 Jan 2015

თამაზ ავდალიანი 1964 წლის 16 სექტემბერს დაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით.
1991-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2006-2012 წლებში საქმიანობა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ განაგრძო.
2012 წლიდან, თამაზ ავდალიანი, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.