საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონში სკვერების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

30 ივნისი 2020
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონში სკვერების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ისნის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერებს სრულად ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო ბავშვთა გასართობი და სავარჯიშო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე საბაღე ფურნიტურა და განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 110200 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტირებული სკვერების გახსნას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაესწრო.

„დასახლებულ პუნქტებთან მწვანე, რეკრეაციული სივრცის არსებობა ხელს უწყობს მოსახლეობის ფიზიკურ აქტიურობას, უზრუნველყოფს მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის განმტკიცებას და ამცირებს სტრესს, რაც თავის მხრივ მრავალი დაავადების პრევენციის წყაროს წარმოადგენს.

ჩვენი მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ საზოგადოებრივი ტერიტორიების სივრცითი მოწყობაა, ამ მიმართულებით მათ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. დღეს ორი ახალი, კომფორტული სკვერი გავხსენით, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R