საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნება“ 13 Aug 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ აშშ-ის კონგრესის (წარმომადგენელთა პალატის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციასთან გამართეს შეხვედრა.

შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, საქართველოში არსებულ ვითარებას და ორი ქვეყნის ურთიერთობის ცალკეულ ასპექტებს დაეთმო.

„საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, მათ შორის, სამართლებრივი კუთხით. ყურადღება დაეთმო როგორც პარლამენტის როლის ანალიზს, ასევე ეკონომიკური სიტუაციის და მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ანალიზს, მომავალი არჩევნებისათვის მზადყოფნის საკითხებს. ზოგადად, მიმოვიხილეთ საზოგადოებაში არსებული ტენდენციები“, - განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის შემდეგ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის თქმით, ყურადღება ასევე დაეთმო ამერიკასთან ურთიერთობის პრიორიტეტებს, სამომავლო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივებს.

„შევეცადეთ ჩვენი კოლეგებისთვის დაგვენახებინა, თუ რა მიზანს ისახავს საარჩევნო სისტემის ცვლილება, თუ რა კუთხით უწყობს ის დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვისაუბრეთ ასევე რუსეთისგან მომავალი საფრთხეების მიმართ შემდგომი ერთობლივი, ამერიკასთან ერთად რეაგირების ძირითად პრინციპებზე და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“
05 Mar 2021

მსგავსი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 Mar 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა
22 Feb 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?
05 Feb 2021

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი
25 Jan 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R