საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი 09 ოქტომბერი 2019
თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა რეგიონში მედიის თავისუფლების გაძლიერების თემაზე, სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ოფისის ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციის მიზანს მედიის თავისუფლების კუთხით განვითარებულ მოვლენებსა და რეგიონის მასშტაბით ციფრულ მედიაში მიმდინარე ცვლილებებზე მსჯელობა წარმოადგენს. მედიაკონფერენციაში მედიაპროფესიონალები, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეობენ.

კონფერენცია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა გახსნა.

„რეგიონში არსებულ ყველა ქვეყანას ახალ პოლიტიკურ გამოწვევებთან და ცვლილებებთან უწევთ გამკლავება. დემოკრატიაში პროგრესის მიღწევას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ მედია თავისი როლის შესრულებას შეძლებს, თუ იქნება თავისუფალი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გატარებული რეფორმები, რომლებიც მედიის თავისუფლებას იცავს, განსაკუთრებით საქართველოში, მომავალშიც იქნება დაცული და საქართველო კი მომავალშიც იქნება მაგალითი“, – განაცხადა ჰარლემ დეზირმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

„უკვე მე-16 წელია ეს კონფერენცია კავკასიის რეგიონისთვის ტარდება, შესაბამისად, ჩვენ და ჩვენს მეზობლებს, სომხეთს და აზერბაიჯანს უკვე დიდი ხანია გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ქვეყანაში მედიის კუთხით არსებულ პროცესებზე“, - განაცხადა პირველმა ვიცესპიკერმა.

გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა იმ მედიაგარემოზე, რომელიც უკიდურესად კონტროლირებადი და შეზღუდული იყო ეროვნული მაუწყებლების დონეზე, ძალადობრივ აქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კერძო კომპანიებისა და მათი მფლობელების მიმართ, მათ შორის პოლიციის სპეციალური საშუალებების გამოყენებით, ჟურნალისტებზე ძალადობაზე და ა.შ. 

თამარ ჩუგოშვილმა გამოსვლისას ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა.

„ვინაიდან პარლამენტს წარმოვადგენ, ძირითადად, საუბარი მქონდა სწორედ იმ ცვლილებებზე, რომელიც შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტი, რომელიც უკვე ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვისაუბრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც ახლა შეიძინა კონსტიტუციურად დაცვის გარანტიები ასევე, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც საერთო ჯამში, უნდა უზრუნველყოს მედიის გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. მე, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი, პირველ რიგში საკანონმდებლო გარემოზე ვსაუბრობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები, იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის გამოწვევები არაეთიკური, ყალბი, გადაუმოწმებელი, დაუბალანსებელი, არაფაქტობრივად გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების და მედიაწიგნიერების დაბალი დონის მიმართულებით. „თუმცა, საქართველო ნამდვილად მაგალითს აძლევს რეგიონში სხვა ქვეყნებს და ასე უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ორდღიან კონფერენციაზე, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა, განსახილველ საკითხთა შორისაა ციფრული ტექნოლოგიების ხანაში ახალი ამბების შექმნა და გავრცელება, ჟურნალისტების უსაფრთხოება პოლიტიკური ცვლილებების დროს, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი მარეგულირებელი გარემოს შექმნა, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით რეგიონში მიმდინარე მოვლენების ზოგადი მიმოხილვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“
26 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა“

მსგავსი

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას
18 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში იღებს მონაწილეობას

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ექსპერტს ადამიანის უფლებების საკითხებში, მეგი ნიკოლსონს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
12 სექტემბერი 2019

თამარ ჩუგოშვილმა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის აუცილებლობასა და გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

თამარ ჩუგოშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა
29 ივლისი 2019

თამარ ჩუგოშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R