პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს
განცხადებები 08 იანვარი 2015
"შეძრწუნებული ვარ პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განხორციელებული ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ადამიანის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან დემოკრატიის პრინციპები და ფასეულობები, მათ შორის, სიტყვისა და პრესის თავისუფლება არის უზენაესი, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.
მინდა, გამოვხატო ჩემი და სრულიად საქართველოს თანადგომა ფრანგი ხალხის მიმართ, რომელიც ყოველთვის მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას.
მინდა, კიდევ ერთხელ, მივუსამძიმრო ჩემი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით უბედური შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საფრანგეთს.
"Je suis Charlie"… მე დღეს შარლი ვარ!"