საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის ბრიფინგი

03 თებერვალი 2017
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის ბრიფინგი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც „რუსთავი 2-ის“ საქმეს იხილავენ, ზეწოლა ხორციელდებოდა. 

„ჩვენ, გუშინ, ყველამ ერთად ვიზეიმეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ, თუ საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და სასამართლოს თავისუფლება, გვერდზე დაგვრჩება ვიზებიც, ევროპაც და საერთოდ ნორმალური განვითარება“, - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნები წარმოადგინა და საქართველოს პრეზიდენტს საგამოძიებო პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მივმართავთ პრეზიდენტს და როგორც კონსტიტუციის გარანტს ვთხოვთ, უშუალოდ ჩაერთოს ამ საქმის გამოძიებაში და უშუალოდ მიადევნოს თვალყური გამოძიების მიმდინარეობის პროცესს. საპარლამენტო ოპოზიცია აუცილებლად შევხვდებით საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქმის კურსში ჩავაყენებთ მათ და ვთხოვთ, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ბოლომდე მიადევნონ თვალი ამ საქმეს. მოვუწოდებთ არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი შიდაპარტიული განსხვავება და ამ ფუნდამენტური თემის ირგვლივ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია და ეს საკითხი მთლიანად იქნეს გამოძიებული”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. უმცირესობის ლიდერი აღნიშნული საქმის გამოძიებაში პარლამენტის ჩართვის და ახლო მომავალში შესაბამისი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R