სერგი კაპანაძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
18 სექტემბერი 2018

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგი კაპანაძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას ევროინტეგრაციის გზაზე.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ხარისხზე, ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს გამოწვევები. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.