საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სერგი კაპანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე 14 Jul 2017
სერგი კაპანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა- რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

სერგი კაპანაძე, დღეს, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს ჰაინც-იოახიმ ბარხმანის და კრისტიან პეტრის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, მიხაელ ზიბერტს და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიკე ფაიჩის შეხვდა.

შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი ესწრებოდა.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი საფრთხეების და იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან უნდა გადაიდგას. საუბარი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო.

„ვისაუბრეთ რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე, ოკუპაციაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელსაც მოსკოვი დგამს ოკუპირებულ ტერიტორიებში. გვქონდა ჩვენი მოსაზრებებო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების, მათ შორის გერმანელი პარტნიორების მხრიდან. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სერგი კაპანაძემ.

დღის განმავლობაში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სერგი კაპანაძე და გიორგი ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ
13 Aug 2019

სერგი კაპანაძე და გიორგი ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ

მსგავსი

სერგი კაპანაძე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
18 Jul 2019

სერგი კაპანაძე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

სერგი კაპანაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა
22 Nov 2018

სერგი კაპანაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა

სერგი კაპანაძე: „ევროპული საქართველო“ მუშაობას გააგრძელებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ“ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში
27 Jun 2018

სერგი კაპანაძე: „ევროპული საქართველო“ მუშაობას გააგრძელებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ“ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს
12 Apr 2018

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R