საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის განცხადება

განცხადებები 14 May 2017


გილოცავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. მოხარული ვართ, რომ ეს თარიღი ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანის ფონზე აღინიშნება.

მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულ, მზარდ დინამიკას, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტის საკანონმდებლო აქტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ასევე მოწმობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ინფორმაციის უსაფრთხოდ გაცვლის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს სანდოობის ხარისხს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხი, თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის ჩათვლით, რასაც მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელზე მიმდინარე წლის 2 მაისს გაგზავნილი წერილით, რისთვისაც მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის სახელით.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შემდგარი ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან ცხადყოფს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფების, მათ შორის, ნატოში გაწევრიანების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ და ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სანდო და ერთგული სტრატეგიული პარტნიორის როლს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე.

საქართველოს პარლამენტი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, წარმომადგენელთა პალატას და სენატს უპრეცედენტო თანამშრომლობის, ნდობისა და უპირობო თანადგომისთვის. 

საქართველოს პარლამენტი აფასებს საქართველოს მთავრობისა და ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ძალისხმევას სტრატეგიული პარტნიორობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის უზრუნველსაყოფად!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
19 Apr 2021

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

მსგავსი

08 Apr 2021

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადება უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

01 Apr 2021

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

30 Mar 2021

კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

05 Nov 2020

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ\" საქართველოს კანონის პროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2021-2024 წლებისათვის\" დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები და თანდართულ მასალ...

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R