Parliament of Georgia

  • Open Parliament
  • Gender Equality
  • Parliamentary Diplomacy
  • Research Center
  • Useful Links
  • Parliament
    Plenary Sessions
    Bureau
    Committees
    Factions
    Political Groups
    Majority
    Parliamentary Opposition
    Members of the Parliament without the faction
    Commissions, Councils
    Parliamentary Diplomacy
    Staff
    Training Center
  • Parliament Members
  • Legislation
  • Media
თარიღით ძებნა

Parliament of Georgia

Search
  • Georgian
  • News
  • Live broadcast
  • Video gallery

არჩილ თალაკვაძე: მივესალმებით ბონუსის სისტემის იმ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში იქნება ასახული

Media and Society 16 Jun 2017
არჩილ თალაკვაძე: მივესალმებით ბონუსის სისტემის იმ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში იქნება ასახული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისთვის შეთავაზებული ბონუსის მექანიზმის სამი პრინციპი განმარტა და მისი შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვენეციაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები განიხილება, წინსწრებით წარადგინეს მმართველი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას, და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება. უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან ბონუსის სისტემის ფორმულა განმარტა და მასთან დაკავშირებულ პრინციპებზე ისაუბრა.

„პარლამენტის თავმჯდომარე და პირველი ვიცესპიკერი ამ მომენტში უკვე იმყოფებიან ვენეციიის კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები. ირაკლი კობახიძემ წინსწრებით წარადგინა ჩვენი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება. ჩვენი შეთავაზება, რომელიც ვენეციის კომისიისთვისაც მისაღებია, ერთობლიობაში მოიცავს სამ წესს:

  1. აბსოლუტური ზედა ზღვრის დაწესება - რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე მიიღებს. ანუ, წესდება ზედა ჩამკეტი ზღვარი, 89 მანდატი;
  2. ფარდობითი ზღვარი - რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის სახით ვერ მიიღებს მის მიერ არჩევნებში მოპოვებული მანდატების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები განაწილდება პროპორციული წესით; 
  3. აბსოლუტური ქვედა ზღვარი - რომლის თანახმადაც, თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვეღარ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება. 

ამ პრინციპებზე ვენეციის კომისიასთან წინასწარი მსჯელობა შედგა და შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით რეკომენდაციას ბონუსის შესახებ უკვე საბოლოო დასკვნაშიც. ამ პრინციპების გამოყენებით, ბონუსის მექანიზმი გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში მანდატების ჭარბ კონცენტრაციას, შესაბამისად, საპარლამენტო პროცესში პირველ ადგილზე გასული პარტიის და ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Print

Subscribe for news

Maia Bitadze visited Mukhrovani historical forest
23 May 2021

Maia Bitadze visited Mukhrovani historical forest

Similar

The Education and Science Committee initiated the pilot program in schools on Parliamentarism
23 May 2021

The Education and Science Committee initiated the pilot program in schools on Parliamentarism

Sitting of Budget and Finance Committee
22 May 2021

Sitting of Budget and Finance Committee

Offsite Meeting of Regional Policy and Self-Government Committee
22 May 2021

Offsite Meeting of Regional Policy and Self-Government Committee

The Human Rights and Civil Integration and the Procedural Issues and Rules Committees discussing the Changes to the Election Code
21 May 2021

The Human Rights and Civil Integration and the Procedural Issues and Rules Committees discussing the Changes to the Election Code

Parliament of Georgia

  • media
  • contact
  • Committees
  • Bureau
  • Commissions
  • Factions
  • Budget Office
The website is prepared with USAID support. The information included does not necessarily reflect the views of the US Government or the USAID.
USAID
© 2019 Parliament of Georgia Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
Contact

Parliament of Georgia

USAID Leavingstone
The official website of the Parliament of Georgia uses so-called cookie files to improve your experience and simplify the use of the website
+
A
-
A
A
A
a
A
R