საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC) 13 თებერვალი 2020
ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, დავით სონღულაშვილის და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით მონაწილეობენ. 

სიტყვით გამოსვლისას დავით სუნღულაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში პარლამენტის როლზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებზე და მეორე მხრივ, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც მომავალში მოგვიწევს. მოხარული ვარ, საქართველოს მიღწეული პროგრესითა და სწორად შერჩეული მიმართულებით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად, საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმინეს.

სხდომაზე, უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გახარიამ ისაუბრეს.

„ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების დასარეგულირებლად, მიმდინარეობს პროცესის მონიტორინგი, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში გადაადგილებას“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა გუგული მაღრაძემ ისაუბრა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, დისკუსია გაიმართა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

„საკითხისადმი არსებული დიდი პოლიტიკური ინტერესიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა უგულავას საქმის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის ღიაობასთან დაკავშირებით. ჩვენს მიზანს წარმოადგენს სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და შესაბამისად, მზად ვართ, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წვერებს ვთხოვოთ, გაგვიწიონ დახმარება ზემოაღნიშნული საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოსაჩენად, რამეთუ თავიდან ავიცილოთ შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციები - ეს ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესშია“, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

სხდომა მუშაობას 13 თებერვალს დაასრულებს. ორდღიანი მუშაობის ბოლოს, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი კენჭს უჭრის ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს, რის შემდეგაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“
13 თებერვალი 2020

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს
12 თებერვალი 2020

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“
12 თებერვალი 2020

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება
11 თებერვალი 2020

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება

 ნინო გოგუაძე: „ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას“
28 მარტი 2019

ნინო გოგუაძე: „ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას“

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R