საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძე: „ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას“

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC) 28 Mar 2019
 ნინო გოგუაძე: „ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას“

სტრასბურგში, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა გაიმართა. 

ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლებების წამომადგენლებთან ერთად, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.

„ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ეს სხდომა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორები საუბრობენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ბევრი მიმართულებით მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე ყოველდღიურ საფრთხეებზე. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებზე დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან, ეს საკითხი მუდმივად იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასების საგანი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხები. 

„ეს გამოწვევაა, როგორც საქართველოსთვის ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ვთანხმდებით, რომ ამ საკითხზე ეფექტიანი ეროვნული პოლიტიკის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში. ევროკავშირი გააგრძელებს და გააძლიერებს ამ საკითხებში საქართველოს მხარდაჭერას“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“
13 Feb 2020

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“

მსგავსი

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა
13 Feb 2020

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს
12 Feb 2020

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“
12 Feb 2020

დავით სონღულაშვილი: „აუცილებელია, ერთიანი ძალებით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაწყდეს“

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება
11 Feb 2020

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R