საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანზორ ბოლქვაძე წმინდა ნინოს ხსენების დღეს ჯავახეთში აღნიშნავს

მაჟორიტარი დეპუტატები 27 იანვარი 2020
ანზორ ბოლქვაძე წმინდა ნინოს ხსენების დღეს ჯავახეთში აღნიშნავს

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ანზორ ბოლქვაძე, ჯავახეთის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში იმყოფება. 

მიუხედავად, იმის, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში, სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება, ამიტომაც 27 იანვარს, საქართველოში წმინდა ქალწულის ხსენების დღე „ნინოობა“ აღინიშნება.

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II–ის ლოცვა-კურთხევით და მეუფე სპირიდონის უდიდესი ღვაწლით დაარსებულ, ჯავახეთის წმინდა ნინოს სახელობის სკოლა-პანსიონატში, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძისა და მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტის გამგეობების ინიციატივითა და ხელშეწყობით, წმინდა ნინოს ხსენების დღის საზეიმოდ აღნიშვნას 2010 წლიდან ჩაეყარა საფუძველი.

დღესაც, ტრადიციულად, ნინოწმინდას ობოლ ბავშვთა სკოლა-პანსიონატში საზეიმო წირვის შემდეგ, რომელიც მეუფე სპირიდონმა აღავლინა, „ნინოობისადმი“ მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის მხატვრული და ქორეოგრაფიული კოლექტივები.

„ოჯახური გარემო, სწავლისა და დასვენებისათვის შესაფერისი პირობები, სითბო, სისუფთავე, სახელმძღვანელოები, ყურადღებიანი და განათლებული პედაგოგები, მშობლიური მზრუნველობა, აქ, ამ სკოლა-პანსიონატში ყველა პირობაა შექმნილი რაც მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღებისა და სამომავლოდ რეალიზების საშუალებას მისცემს, მადლობას გიხდით მეუფეო დიდი ღვაწლისათვის, რისი დამსახურებითაც სანიმუშოდ მუშაობს ეს სასწავლო დაწესებულება, მადლობას ვუხდი პედაგოგებს, დამხმარე პერსონალს, „ნინოობას“ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს და ამ სახელის მატარებელ ყველა ქალბატონს, წმინდა ნინოს მადლი შეგეწიოთ“, - ასე მიმართა ანზორ ბოლქვაძემ დამსწრე საზოგადოებას.

ანზორ ბოლქვაძემ სკოლა-პანსიონატის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხიჭაურისა და ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები. ხულოს, შუახევისა და ქედის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და პირველი პირები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R