საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მაჟორიტარი დეპუტატები 25 Apr 2021
დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დავით სონღულაშვილმა და თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ და გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჯავრიშვილმა დღეს,  გურჯაანში, საზეიმოდ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას საშუალება მიეცემა ადგილზე, სრულიად უფასოდ მიიღოს თვალთან დაკავშირებული ყველა სახის სამედიცინო დახმარება დაწყებული კონსულტაციიდან, დამთავრებული ოპერაციით და ოპერაციის შემდგომი მკურნალობით.

პირველადი კონსულტაცია, შემდეგი ეტაპი - ოპერაციული მკურნალობა და ბოლოს პოსტოპერაციული მოვლა - ამ ყველაფერს პაციენტები  კომპლექსურად ადგილზე მიიღებენ.

განახლებულმა მოძრავმა კლინიკამ  - ,„გიორგი ჯავრიშვილის სამედიცინო კომპლექსი კლინიკა ოფთალმიჯი-საოპერაციო ბლოკი“ რომელიც  ახტალის პარკში განთავსდა, დღესვე პირველი პაციენტებიც მიიღო და ადგილზე გაუწია კონსულტაცია.

ზოგადად, მოძრავ კლინიკაში მოხდება პაციენტების პირველადი გასინჯვა, შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აქვე ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდება მათ, ვისაც ეს დასჭირდება და, შესაბამისად, ასევე ჩაუტარდებათ პოსტოპერაციული მკურნალობა. მობილური კლინიკა ისეთ სოფლებშიც ჩავა, რომლებიც ფაქტობრივად მოწყვეტილი არიან რაიონულ ცენტრებს.

როგორც გიორგი ჯავრიშვილმა განაცხადა, მათ კახეთში მართალია ორი ფილიალი აქვთ, მაგრამ მოძრავ კლინიკას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ვინაიდან იგი მიდის ყველგან, სადაც საჭიროა. „ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ახლა, პანდემიის პერიოდში, როდესაც გადაადგილება მოსახლეობას ძალიან უჭირს და  ძალიან კარგია, როდესაც ჩვენ, ექიმები, მივდივართ პაციენტთან. მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდი დააფინანსებს ოპერაციის ნარჩენ ღირებულებას 50%-ის ოდენობით, ამასთანავე, პაციენტებს უსასყიდლოდ მიეწოდებათ ოპერაციის შემდგომი პერიოდის მედიკამენტები“, - განაცხადა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელმა.

 „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი ვართ დღეს. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს  ჩვენი მოსახლეობა.  ანუ ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობით როგორ შეიძლება ერთად ბევრი კარგი საქმის კეთება. ბატონი გია ჯავრიშვილის ინიციატივის  და მემორანდუმის ფარგლებში დღეს, კახეთში, იწყება უფასო გამოკვლევები იმ მოსახლეობის, ვისაც თვალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და, შესაბამისად, ხარჯების იმ ნაწილსაც, რასაც ვერ ფარავს საყოველთაო ჯანდაცვა, ბატონი გია ჯავრიშვილის ფონდი გაიღებს და აქედან გამომდინარე მოსახლეობისთვის იქნება სრულიად უფასო ყველა ის  ღონისძიება, რაც საჭირო იქნება მათი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რომლის შეფასებით, მოძრავი ოფთალმოლოგიური კლინიკის სტუმრობა გურჯაანში ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა.

„ეს ღონისძიება იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდოს ის სერვისი, რისი საშუალებაც პრაქტიკულად ამის გარეშე არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგად გამოსაყენებელი სიკეთე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ექიმებს და იმ პოტენციურ პაციენტებს კი, ვისაც ეს მომსახურება სჭირდება, მოვუწოდებ რომ ისარგებლონ ამ სიკეთით, რამეთუ ეს მოძრავი, ერთი შეხედვით თითქოს მცირე კლინიკა, იძლევა ძალიან დიდ  საშუალებას, როგორც კვლევით ნაწილში, ასევე, საჭიროებისამებრ, ქირურგიული ჩარევის შემთხვევაშიც. აქ მუშაობენ მაღალპროფესიონალი ექიმები, ისე რომ მათ რეალურად შეუძლიათ პაციენტებს მიაწოდონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რაც განაპირობებს თითოეული მათგანის ჯანმრთელობას და კარგ ხედვას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აქციის ფარგლებში ექიმებს წარმატებული საქმიანობა, ხოლო პაციენტებს ჯანმრთელობა უსურვა.

გიორგი ჯავრიშვილის სამედიცინო კომპლექსის მოძრავი კლინიკა ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა და იქ მცხოვრებ ყველა მოქალაქეს აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა ექნება.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 Mar 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

მსგავსი

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 Mar 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 Mar 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 Mar 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
05 Feb 2021

გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R