საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მედია და საზოგადოება 05 თებერვალი 2021
გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
 
პარლამენტის წევრი, N14 საარჩევნო ოლქის ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ბოლნისის N1 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლებს.

„დღეს, მოვინახულეთ ქ. ბოლნისის N 1 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი. ორივე სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 6 მილიონი ლარის ღირებულებისაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პანდემიის მიუხედავად, მუშა პროცესი ერთი დღითაც არ შეჩერებულა და სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლა რომელიც მე დავამთავრე და სადაც 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი მომავალ სასწავლო წელს უკვე სრულად რეაბილიტირებულ და კომფორტულ გარემმოში მიიღებს მოსწავლეებს. მიმაჩნია, რომ ეს გარემო იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, ჩვენმა ბავშვებმა წარმატებით ისწავლონ“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სველი წერტილები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უპასუხოს თანამედროვე სკოლის სტანდარტებს.

ქალაქ ბოლნისში, 4 631 333 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრუსია“ ახორციელებს, ხოლო ქვეშის სკოლის რეაბილიტაციის პროცეს კომპანია „აქსონი“ ასრულებს და სამუშაოების ღირებულება 1 479 521 ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები გასული წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო და ობიექტების კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R