საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

მედია და საზოგადოება 23 მაისი 2021
მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

„ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ფიტოსანიტარიის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ქუთაისში, საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

მაია ბითაძემ, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ქუთაისის მუხნარში არსებული მდგომარეობა, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა „იმერული მუხა” გვხვდება, უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა მსგავსმა უარყოფითმა ფაქტორებმა, რაც ათწლეულების პრობლემაა, ტყის მასივი მნიშვნელოვნად დააზიანა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოიშალა არსებული სადერივაციო არხი, რამაც გამოიწვია ტყის ნაწილობრივი დატბორვა. „ე.წ. „საღორიის ტყეში” უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალისტების მიერ შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც სანიტარიულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანას, ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას მოიცავს. მინისტრის მოადგილემ ჯგუფის წევრებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთა მიზანი ამ უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და გაჯანსაღებაა. „ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს 2017 წლიდან ახორციელებს. ტყის აღდგენის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჯგუფის წევრები ასევე გაეცნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის, მისი მასშტაბის გაზრდის და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსაც.

შეხვედრას იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
22 მაისი 2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R