საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 22 მაისი 2021
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

პარლამენტის რამდენიმე წევრის საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, განათლებისა და მეცნერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების წესის, ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებებით დაიხვეწება საარჩევნო კანონმდებლობა, უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიული პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაიზრდება არჩევნების მიმართ სანდოობა და შესრულდება პარტიებს შორის მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებები.

მომხსენებელმა განმარტა ის წინაპირობები, რომელიც პროექტის შემუშავებას უძღოდა და ძირითად პრინციპებზე და არსზე გაამახვილა ყურადღება. მანვე განმარტა, რომ 2 მარტს დაინიცირებული პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა, შეიცავდა სარეფორმო პუნქტებს, რომელიც შენარჩუნებულია 19 აპრილის შეთანხმების შედეგადაც და დამატებული რამდენიმე საკითხი შეეხო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, განუხილველად დატოვებული საჩივრების თემას და უფლებამოსილ პირთა რეესტრის შექმნის საკითხებს.

  • კანონპროექტით შემოთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი.
  • ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები, იცვლება საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნისა და არჩევის წესი.
  • ცესკოს 8 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.
  • ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
  • ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით.
  • საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურას.
  • საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს. ამასთან, ცვლილებების პროექტით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება. გარდა ამისა, იზრდება საჩივრის შეტანის ვადებიც და საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ცესკოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და ცესკო-ს მდივანს არ ექნებათ უფლება საჩივარი დატოვონ განუხილველად.
შემოთავაზებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესი. კანონპროექტში წარმოდგენილია არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობები.

დეპუტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებები გამოთქვეს. მომხსენებელმა კომიტეტების წევრთა კითხვებს უპასუხა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, სხდომის წამყვანის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტი კანონპროექტის გათვალისწინებული საბიუჯეტო საკითხების განხილვას ივნისის დასაწყისში დაუბრუნდება.

კომიტეტმა განხილული საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 5 დოკუმენტი განიხილა.

  • „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
  • „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“
  • „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების შეთანხმება“
  • „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“
  • „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია კომიტეტს ჯგუფის ხელმძღვანელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ გააცნო.

პაატა კვიჟინაძემ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ რეკომენდაციებზე ისაუბრა და აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ორგანიზაციების მიმართ რეკომენდაციების შესრულების და მათზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, დადგენილებაში, რომელსაც სამუშაო ჯგუფი ივნისში შეიმუშავებს, ჩაიწერება ის საკითხები, რომელთა აღსრულებაც მნიშვნელოვანია და ამას მიეცემა კანონის სახე.

„ჩვენ გავაკონტროლებთ ამ რეკომენდაციების შესრულებას და რეკომენდაციის თითოეული პუნქტი იქნება როგორც სამუშაო ჯგუფის, ისე კომიტეტის კონტროლზე აყვანილი. სახელმწიფო აუდიტს მოუწევს ამ მიმართულებით გააქტიურება და ჩვენ, შესაბამისად, გავაძლიერებთ საპარლამენტო კონტროლს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

დღესვე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საორგანიზაციო საკითხები განიხილა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფში კომიტეტის წევრების ბექა ლილუაშვილის და გოგი მეშველიანის გაწევრიანების საკითხს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R