საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

მედია და საზოგადოება 23 მაისი 2021
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს 50 სკოლაში პარლამენტარიზმის შესახებ პროექტის პილოტირებისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები დაიწყო, რომლის მონაწილე პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა.

„2021 საქართველოს კონსტიტუციის საიუბილეო წელია და ძალიან სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტი სწორედ წელს იწყებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის სკოლებში დანერგვას, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას საქართველოს პარლამენტის, მისი როლისა და ფუნქციის, პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ. ვფიქრობ ეს პროექტი, რომელიც V-VI და VII კლასების სასწავლო გეგმაში, ახალი სახელმძღვანელოს - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?" დანერგვას ეხება, თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. ჩვენი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ და პრაქტიკული საშუალება მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ დაუახლოვდნენ და გაიმდიდრონ ცოდნა საქართველოს პარლამენტის შესახებ, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: როგორ იქმნება კანონები, როგორ მიმდინარეობს ზედამხედველობა კანონების აღსრულებაზე, დემოკრატიის და მოქალაქეთა უფლებების შესახებ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი ძალიან პოპულარული იქნება ჩვენს სკოლებში და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

22-23 მაისს, 50 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა წარმატებით გაიარეს ტრენინგი, რომელიც ახალ სასკოლო სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?", დამხმარე მასალისა და მათი სწავლების მეთოდებს ეხებოდა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ჩერნიშოვამ ფართოდ ისაუბრა სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ და ხაზი გაუსვა ადრეული ასაკიდან დემოკრატიისა და პარლამენტის როლის/ფუნქციის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობას.

სამოქალაქო განათლების ექსპერტის, ნინო გვარამაძის თქმით, „ეს ინიციატივა ძალზედ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზრდის ცნობიერებას პარლამენტის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა პატარა ასაკიდან იცოდნენ ზუსტად, თუ რას წარმოადგენს პარლამენტი. ჩვენი პროექტის ფარგლებში, ბავშვებს მე-5-მე-6 კლასიდან მიეწოდებათ ზუსტი ინფორმაცია, მარტივად და საინტერესოდ“.

პროექტის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
22 მაისი 2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R