საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 02 ნოემბერი 2022
პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა „მუზეუმების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილების პროექტი, რომელიც სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს.

 

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომელიც ტერმინის - „სამხედრო მუზეუმი“ განმარტებას ითვალისწინებს.


განმარტების თანახმად, სამხედრო მუზეუმი - ღია სივრცეში ან/და შენობაში განთავსებული მუზეუმია, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანა და მიზანია სამხედრო მუზეუმის დაარსება. აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს პრემიერის ინიციატივის განხორციელებას და მუზეუმის დაარსებას. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, დიდი ბრიტანეთში სხვა მუზეუმებთან ერთად, არსებობს ასევე სამხედრო მუზეუმები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ცნობიერების ამაღლების, აკადემიური წრეების ინფორმირების, ასევე პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თვალსაზრისით“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს და ამ ახალი ტიპის მუზეუმის შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს დაარეგულირებს, პარლამენტის წევრების: ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ირაკლი ბერაიას, ელისო ბოლქვაძის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ხელაშვილის, რესან კონცელიძის, ალექსანდრე ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.


პარლამენტმა „მუზეუმების შესახებ“ კანონპროექტი 82 ხმით მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
22 მაისი 2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R