საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანზორ ბოლქვაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მე-2 ეტაპზე მიმდინარე და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

მაჟორიტარი დეპუტატები 28 სექტემბერი 2019
ანზორ ბოლქვაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მე-2 ეტაპზე მიმდინარე და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ანზორ ბოლქვაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპზე მიმდინარე და ხიჭაური-ახალდაბა, წყაროთის მიმართულებით ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე, 54 კილომეტრიან მონაკვეთზე, მთავარი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, შუახევის ცენტრიდან ხიჭაურისა და გოდერძის მიმართულებით მილების შედუღებისა და მონტაჟისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი 2018 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში ცენტრალური მაგისტრალიდან 65 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა განხორციელდა სალიბაურიდან ხიჭაურამდე. პროექტი 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.

შუახევში, საავტომობილო გზების ხიჭაური-ახალდაბას და ახალდაბა-წყაროთის გზის მონაკვეთებზე 2 685 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 313 400 ლარს შეადგენს.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა 4 და 5 სანტიმეტრიანი 11 975 კვ.მ. ასფალტბეტონის საფარი და 2 272 გრძივი მეტრის ხვადასხვა ტიპის დამცავი ნაგებობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 12,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე მოეწყობა 13 კმ. სიგრძის ასფალტბეტონის საფარი, 17 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ არსებულ ხიდს, აშენდება ორი ხიდი და 45 ხელოვნური ნაგებობა.

ანზორ ბოლქვაძესთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და მთავრობის წევრები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R