საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით გაბაიძემ გივი მიქანაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა

აპარატი 11 Jan 2020
დავით გაბაიძემ გივი მიქანაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს მადლობის ნიშნად, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედალი გადასცა.

სიტყვით გამოსვლისას დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის, უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელი გახდა მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება არა მხოლოდ კანონმდებლების, არამედ აპარატების თანამშრომელთა დონეზე.

„ჩემთვის უდიდესი პატივია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან მედლის მიღება. 2018 წლიდან, მას შემდეგ რაც ორ საკანონმდებლო ორგანოს აპარატებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, აქტიური თანამშრომლობა დაიწყო როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რის საფუძველზეც არაერთი წარმატებული აქტივობა განხორციელდა.

ბატონ დავით გაბაიძესთან და ბატონ ზურაბ ჭურკვეიძესთან განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ნატოს საპარლამენტო ასემბლეის სამდივნოს ეგიდით დაგეგმილი პირველი შავი ზღვის აკადემია საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით მიმდინარე წლის მაისში გაიმართოს ბათუმში, რაც ორი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება“, -  განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ დავით გაბაიძემ, გივი მიქანაძემ და ზურაბ ჭურკვეიძემ სერტიფიკატები გადასცეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის 16 თანამშრომელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის დისტანციური სწავლების მოდული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 Apr 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 Jan 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 Dec 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 Jul 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 Jul 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R