საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

აპარატი 07 დეკემბერი 2020
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში მედიატური გაიმართა, რომელსაც პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ უმასპინძლა.

მუზეუმის დაარსების იდეა ერთი წლის წინ, მე-9 მოწვევის პარლამენტში გაჩნდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღნიშნა.

ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის კონცეფციამ 1919 წლიდან დღემდე არსებული პერიოდი გააერთიანა.

„პარლამენტი ღიაობით გამოირჩევა. მოქალაქეთა ჩართულობისთვის, არაერთი ღონისძიება უკვე განხორციელდა და მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტში ღია მმართველობის საბჭოს ფორმატში, შემუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მიზნად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შექმნილიყო ქართული პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიის მუზეუმი, რომელიც გააღრმავებდა მოქალაქეების, მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ უცხოელი სტუმრების ინფორმირებულობას იმ პროცესების შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე საქართველოში პარლამენტარიზმის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტის ისტორია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, მუზეუმი ქართველი საზოგადო მოღვაწის და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს.

„მუზეუმი ემსახურება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას პარლამენტის საქმიანობის და საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მისი მოღვაწეობის თაობაზე“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძის განმარტებით, მუზეუმი 5 დარბაზს აერთიანებს. თითოეული დარბაზი ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს ეთმობა. ასეთია დარბაზი, სადაც ასახულია პერიოდი 1919 წლიდან 1921 წლამდე - აქ დამთვალიერებელი პირველი რესპუბლიკისა და დამფუძნებელი კრების ისტორიას გაეცნობა.

კიდევ ერთ დარბაზში, მუზეუმის სტუმრებს დამფუძნებელი კრების ემიგრაციაში წასული წევრების ცხოვრებისა და საქმიანობის, მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის ამსახველი მასალების გაცნობა შეეძლება.

საბჭოთა კავშირის პერიოდს და 1989 წლის 9 აპრილის ღამეს ეთმობა მუზეუმის კიდევ ერთი სივრცე, სადაც გამოფენილ ექსპოზიციებს შორის არის ის ეკიპირება, რომელიც საბჭოთა კავშირის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს. ამას გარდა, მუზეუმში მისული დამთვალიერებელი საბჭოთა რეპრესიების ამსახველ მასალასაც ნახავს.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის ამსახველ ექსპონატებს ეთმობა კიდევ ერთი დარბაზი, სადაც 1990-1991 წლების ისტორიაა ასახული.

პარლამენტის აპარატის უფროსი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მუზეუმი პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიის შესახებ სხვადასხვა პერიოდებს ასახავს.

„საზოგადოებაში ვრცელდება გარკვეული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტში საბჭოური მუზეუმი მოეწყო. ეს ასე არ არის - ეს არის სხვადასხვა პერიოდებთან დაკავშირებული პარლამენტარიზმის განვითარების ისტორია. მინდა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული პერიოდი წარმოადგენს ჩვენი ისტორიის განუყოფელ ნაწილს და ჩვენ გვაქვს ქართული დემოკრატიის პირველ განსაკუთრებულ ჩანასახზე, ეს არის 1918-1921 წლების შესახებ ცალკე სპეციფიური დარბაზი, გვაქვს ემიგრაციაში მყოფი დამფუძნებელი საბჭოს წევრების შესახებ დარბაზი, ასევე, გვაქვს ეროვნული მოძრაობის დაწყების დარბაზი, ისევე, როგორც იმ 70 წლიანი სამწუხარო პერიოდის ამსახველი დარბაზი, სადაც გაშარჟებულიც კია ის პროცესები, როდესაც ერთპარტიული არჩევნები ტარდებოდა საქართველოში და ეს პერიოდი თავდება ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენით, როდესაც 9 აპრილს ოკუპანტი ჯარის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა ჩვენი გულანთებული თანამემამულეების დარბევა და ვიცით, რომ არაერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა ამ ვანდალურ ღონისძიებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის თქმით, მუზეუმის იდეასა და კონცეფციაზე მუშაობა სპეციალისტების ფართო ჩართულობით განხორციელდა, მათ შორის, მუზეუმზე იმუშავეს საქართველოს პარლამენტის, ეროვნული ბიბლიოთეკის, ეროვნული არქივის, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, ასევე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა.

მედია ტურის მონაწილეებს ასევე ესაუბრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ყოფილი დირექტორი, ომარ თუშურაშვილი, დიზაინერი დავით ცვარიანი და IDFI- ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას გივი მიქანაძემ განაცხადა, მუზეუმის გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R