საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ედიშერ თოლორაია - ჩვენი ერთობით უნდა დავამარცხოთ კორონა ვირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა!

მაჟორიტარი დეპუტატები 16 აპრილი 2020
ედიშერ თოლორაია - ჩვენი ერთობით უნდა დავამარცხოთ კორონა ვირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა!

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ წევრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია ესტუმრა დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და სააღდგომო ნობათი გადასცა კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლებს.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მოისმინა სამეგრელოს რეგიონში COVID19-თან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოები, გაეცნო სტატისტიკურ ინფორმაციას და დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„მინდა მადლიერება გამოვხატო დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობისთვის. ფასდაუდებელია თქვენი წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში და დაავადებების აქტიურ გამოვლენაში. ჩვენი ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყანაში ეპიდემიის შეჩერებისკენ. ძალიან მიხარია, რომ დაწესებულ შეზღუდვებს სამეგრელოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ეპიდემიოლოგიურ სამსახურს ეკისრება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, ყველაფერი დალაგდება და ნორმალური ცხოვრების რიტმი მალე დაგვიბრუნდება. ჩვენი ერთობით ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ დავამარცხოთ კორონა ვირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა“! - განაცხადა ედიშერ თოლორაიამ

დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელმძრვანელმა, ანზორ ქობალიამ მადლობა გადაუხადა ედიშერ თოლორაიას ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის დაფასებისთვის და პირველი დღიდანვე აქტიური ჩართულობისთის COVID-19-თან ბრძოლაში. „მადლობა, რომ აფასებთ ჩვენს შრომას, რაც გვაძლევს მეტ მოტივაციას ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გლობალურ გამოწვევას“, - განაცხადა ანზორ ქობალიამ

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ ეპიდემიოლოგიური სამსახურის სახელით მადლობა გადაუხადა დეპუტატს გულისხმიერებისთვის, დაფასებისთვის და ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ჯეროვნად შეფასებისთვის და მადლიერების ნიშნად გადასცა წიგნი „დათა თუთაშხია“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R