საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ იმსჯელეს

დამოუკიდებელი დეპუტატები 16 ივნისი 2020
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ იმსჯელეს

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე იმსჯელეს.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განმარტებები გააკეთა.

ფრაქციის წევრთა პოზიციის თანახმად, ბიუჯეტის პროექტში ვერ მოხდა ყველა შესაძლო დახმარების გათვალისწინება.

მათი განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დარჩა დახმარების მიმღებთა სიის მიღმა.

ფრაქციის წევრებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო დახმარება ასევე უნდა გაეწიოთ იმ ადამიანებს, ვინც სამსახურები პანდემიამდე დაკარგეს. ასევე, მათი განცხადებით, არ არის კონკრეტულად განსაზღვრული დაახლოებით 40 ათასამდე იმ მიგრანტისთვის გათვალისწინებული დახმარება, რომლებიც ქვეყანაში პანდემიის ფონზე ბრუნდებიან ან უკვე დაბრუნდნენ.

ფრაქციის წევრებმა ასევე, გააკრიტიკეს 20 მლნ ლარით კულტურის სფეროს დაფინანსების შემცირება.

მათი განცხადებით, ბიუჯეტის შედგენისას კონსულტაციის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ, როგორც ოპოზიციურ ფრაქციებს ასევე, არასაპარლამენტო პარტიებს. მათ მიაჩნიათ, რომ შეიძლებოდა უკეთესად, უფრო სამართლიანად დაგეგმილიყო, უფრო შეჯერებულად ყოფილიყო ქვეყნის ერთიანი პასუხი როგორც ეკონომიკურ გამოწვევებზე ასევე, ჯანდაცვაზე.

„შეიძლებოდა უკეთესად, უფრო სამართლიანად დაგეგმილიყო, უფრო შეჯერებულად ყოფილიყო ქვეყნის ერთიანი პასუხი როგორც ეკონომიკურ გამოწვევებზე ასევე, ჯანდაცვაზე. არ მინდა ემთხვეოდეს ჩემი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროდ, ბიუჯეტი არის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გათვლილი ერთპიროვნულად, ერთი პარტიის მხრიდან მიღებული, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. თუკი მოხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, მზად ვართ განვიხილოთ წარმოდგენილი ბიუჯეტის მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენადაც ეს მოხდა პრაქტიკულად, ხელისუფლების მხრიდან ერთპარტიულად შემუშავებული - როგორც ანტიკრიზისული გეგმა ასევე, შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები, გაგვიჭირდება რომ დავეთანხმოთ ყველა შემოთავაზებას, რომელიც ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე იყო მიღებული“, - განაცხადა ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

„ბიუჯეტის მხარის არდაჭერა თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუკი ამას მხარს არავინ დაუჭერს, მოქალაქეები, ვისაც ამ პაკეტით მნიშვნელოვანი დახმარებები ეძლევათ, დარჩებიან ამ დახმარებების გარეშე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
06 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მსგავსი

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა
05 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ
04 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ

ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
27 აგვისტო 2020

ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
28 ივლისი 2020

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R