ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
დამოუკიდებელი დეპუტატები 27 აგვისტო 2020

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომლებიც გერმანიაში გასამგზავრებლად დახმარებას ითხოვენ.
ახალგაზრდებმა დეპუტატთან იმ სირთულეების შესახებ ისაუბრეს, რაც ხელისუფლების დახმარების გარეშე სტუდენტების დამოუკიდებლად, სხვა ქვეყნების გავლით გადაადგილებას ახლავს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველა ამ არგუმენტაციას ისინი წერილობით მიაწვდიან დამოუკიდებელ დეპუტატს, რასაც ის თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობას გადასცემს.
„მე იმედი მაქვს, რომ როგორც აქამდე, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ორი ავია რეისი განახორციელა, ამჯერადაც ასე მოხდება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლევან კობერიძემ.