საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

დამოუკიდებელი დეპუტატები 14 ივლისი 2020
ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე სტუდენტების ერთ ჯგუფს, მათივე თხოვნით, შეხვდა.

საინიციატივო ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იმ რამდენიმე ათას სტუდენტს წარმოადგენს, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე ე. წ. 3-თვიანი დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომლებიც ზაფხულის არდადეგებზე რეგულარულად მიემგზავრებიან გერმანიაში სამუშაოდ. იქ მათ გარანტირებული სამუშაო ადგილები აქვთ და დამსაქმებლებიც ელოდებიან. 

კოვიდ 19-მა პრობლემა, ბუნებრივია, ამ ახალგაზრდებსაც შეუქმნა, ბევრ მათგანს გაუუქმდა წინასწარ ხელსაყრელ ფასად ნაყიდი ავია ბილეთები. როგორც შეხვედრაზე სტუდენტებმა განაცხადეს, ახლა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგულარული ფრენების აღდგენა, რათა დროულად შეძლონ გერმანიაში ჩასვლა. ამასთანავე დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სტუდენტებისათვის ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი და ამისათვის ისინი ხელისუფლებას - მთავრობას და პარლამენტს თანადგომას და დახმარებას სთხოვენ. სწორედ ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს პარლამენტის წევრთან შეხვედრაზე.

„ესენი არიან სტუდენტები, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ სწავლობენ საქართველოში, შესაბამისად, გერმანიაში მიდიან ფულის გამოსამუშავებლად და სეზონის განმავლობაში თითოეული მათგანი, ხარჯების გარდა, დაახლოებით 2000-2500 ევროს გამოიმუშავებს, რომელიც ჩამოაქვთ საქართველოში და მას მოიხმარს ისევ საკუთარი სწავლების დასაფინანსებლად. ეს ახალგაზრდები პატიოსანი შრომით გამოიმუშავებენ თანხას, ბევრი მათგანი პროფილის მიხედვით მუშაობს, გამოცდილებასაც იღებს. რომ გადავთვალოთ 4 ათასამდე სტუდენტია და მათი გამომუშავებული და საქართველოში მობილიზებული თანხა 10 მილიონ ევროს აღწევს. ჯერ ერთი, რომ ეს ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეორე - ახალგაზრდებს შემოსავლების მიღების საშუალება აქვს, მესამე ის, რომ უნივერსიტეტებში თავიანთ სწავლას თვითონ აფინანსებენ. ერთადერთი დღეს რაც სჭირდებათ მათ, ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ მიუხედავად იმისა რომ საზღვრები გაიხსნა 5 ქვეყანასთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც ისინი სამუშაოდ დადიან, არ არის დანიშნული გერმანიაში რეგულარული რეისი, არც დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიის რეისები, არც ჩარტერები და შესაბამისად, დღეს ფიზიკურად მოკლებული არიან საშუალებას, რომ ჩავიდნენ გერმანიაში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მართალია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ 2 აგვისტოდან „ლუფთანზა“ დიდი ალბათობით დაიწყებს ფრენას, მაგრამ პრობლემა ისა, რომ მისი ბილეთები არის ძვირი და ამ თანხების გადახდას სტუდენტები ვერ შეძლებენ. 

„უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდები არ ითხოვენ სუბსიდირებას, მზად არიან ორივე მიმართულების ბილეთებში საკუთარი ფული წინასწარ გადაიხადონ დაახლოებით 800 ლარის ოდენობით. ახლა მთავარია, მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშუროს, მოელაპარაკოს რომელიმე ავია კომპანიას და დანიშნოს ჩარტერული რეისები და დროში რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, მით უკეთესი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. 

როგორც პარლამენტის წევრმა განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან მაქსიმალურად სწრაფი კოორდინაცია მოხდეს, რათა სტუდენტებს ეს პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში მოუგვარონ, პროცესებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის სურვილი კი, თავადაც გამოთქვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
06 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მსგავსი

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა
05 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში იტალიის ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ
04 ნოემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები გერმანიის ელჩს შეხვდნენ

ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
27 აგვისტო 2020

ლევან კობერიძე დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
28 ივლისი 2020

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R