საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მიერ გამართულ კონფერენციაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ 01 აგვისტო 2018
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მიერ გამართულ კონფერენციაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს

„მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანისა და გარემოს დაცვის სისტემა და პრინციპები“ იყო კონფერენციის მთავარი თემა, რომელიც პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ორგანიზებით გაიმართა. 

რადიაციული უსაფრთხოების, როგორც ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე მოხსენება გააკეთა მეცნიერებათა დოქტორმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ აპარატის უფროსმა ბესიკ ობოლაძემ.

კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა ისაუბრეს საქართველოში ბირთვული ფიზიკის განვითარების ისტორიასა და დღევანდელობაზე, ქვეყნის ბირთვული უსაფრთხოების პრობლემებზე, გარემოს დაცვისა და მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეების მიერ რადიონუკლინების შეთვისების თავისებურებებზე, ნარჩენების მართვისა და ბირთვულ მედიცინაში რადიაციული დაცვის საკითხებზე.

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, რომ: „საქართველო ძალიან განვითარებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ქვეყანა იყო ამ დარგში. ჩვენ გვქონდა მცხეთის ატომური რეაქტორი, ახლაც გვაქვს დევნილობაში მყოფი სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, ამ დარგში გვყავდა ბევრი მოწინავე მეცნიერი. ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ამ საკითხებზე მუშაობა“.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გამოსხივება ნორმის ფარგლებში დასაშვებია და იგი კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. „მთლიანად ქვეყანაში მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ მაინც, მედიცინაში, მრეწველობაში, გარემოს დაცვითი საკითხების გადაწყვეტაში ხშირად გამოიყენება დანადგარები, რომლებსაც გააჩნიათ გამოსხივება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოსხივება უნდა იყოს ზომიერ ფარგლებში, უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს, უნდა კონტროლდებოდეს საზღვარი და ასე შემდეგ. საზღვარზე ეს საკითხი მოგვარებულია, ამერიკელების დახმარებით დამონტაჟებულია ტექნიკა, რომელიც ამის გაკონტროლების საშუალებას სრულად იძლევა“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

სიმონ ნოზაძის მოსაზრებით უნდა შეიქმნას კადრების აღზრდის ახალი სისტემა. „უნდა შეიქმნას კადრების აღზრდის ახალი სისტემა, რათა აღდგეს ტრადიცია, როდესაც ტექნიკურ-ინჟინრულ მოსაზრებებს ძალიან აქტიურად იყენებდნენ ქართველი მეცნიერები. ისევე, როგორც ახლა 30 ქართველი ფიზიკოსი მუშაობს ადრონულ კოლაიდერზე ცერნში, სასურველია ამ მიმართულებითაც იმუშაონ ქართველმა მეცნიერებმა“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, პროფესორები, აკადემიკოსები, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
14 აგვისტო 2020

სიმონ ნოზაძის ინიციატივით, უძველესი ნაბეჭდი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

მსგავსი

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა
26 თებერვალი 2020

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების\" ინიციატივით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან
23 დეკემბერი 2019

უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა
05 ივნისი 2019

პარლამენტში სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია „აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო და ევროკავშირი“ გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
17 მაისი 2019

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R