საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სტაჟირებიდან - გუნდის წევრობამდე

აპარატი 13 Jan 2020
სტაჟირებიდან - გუნდის წევრობამდე

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა ცამეტ ახალგაზრდას, რომელთაგან ორ ყველაზე წარმატებულ სტაჟიორს პარლამენტი შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებს.

სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამა მოიცავდა: ხუთკვირიან სასწავლო საბაზისო კურსს, შუალედურ ტესტირებას, პარლამენტის სტრუქტურებში პრაქტიკულ საქმიანობას, მენტორების შეფასებებს, პროექტის შექმნასა და დასკვნით ტესტირებას. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცა შესაბამისი კატეგორიის სერტიფიკატები.

სტაჟიორების უმეტესობას A კატეგორიის სერტიფიკატი გადაეცა. გივი მიქანაძის განცხადებით, ეს იმის დასტურია, რომ თითოეული მათგანი, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მსგავსად, სრულფასოვნად იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ასევე ისაუბრა დისტანციური სტაჟირების პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს 10 თებევრლიდან შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება დისტანციურად გაიარონ პარლამენტის ორ სტრუქტურულ ერთეულში: ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ომიაძემ ახალგაზრდებს მიულოცა სტაჟირების წარმატებით დასრულება და ხაზი გაუსვა 6-თვიანი პროგრამის მნიშვნელობას მათი კარიერული განვითარების გზაზე. ის ასევე მიესალმა პარლამენტის სტაჟირების პროგრამის ახალ მონაწილეებს და წარმატება უსურვა მათ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
27 Apr 2021

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ
07 Jan 2021

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა
07 Dec 2020

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედიატურს უმასპინძლა

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება
20 Jul 2020

გივი მიქანაძე: საქართველოს პარლამენტში საქმიანობის უწყვეტობის მართვის კომპონენტი დაინერგება

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა
01 Jul 2020

გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R