საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

მაჟორიტარი დეპუტატები 01 აგვისტო 2018
გელა სამხარაული ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC ასრულებს, პროექტის ღირებულება 18 964 873 ლარია.

„პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, უმნიშვნელოვანესია კახეთის რეგიონისთვის. ახმეტა- თიანეთის საავტომობილო გზის მშენებლობა რეგიონული განვითარების პროცესის ნაწილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები შარშან უნდა დაწყებული, თუმცა გარკვეულ დეტალებზე შეთანხმებას და პროექტთან დაკავშირებული ხარვეზების გასწორებას დრო დასჭირდა, რამაც პროცესი გააჭიანურა. ეს 30-კილომეტრიანი გზის მონაკვეთია, რომლის კაპიტალური რეაბილიტაცია ახმეტიდან დაიწყო და დაახლოებით 20 თვეში უნდა დასრულდეს. საპროექტო გზის ახმეტა-თიანეთის მონაკვეთი გადის ილტოს ხეობის სოფლებზე და კვეტერას ეკლესიის ტერიტორიაზე. გზა ერთმანეთთან აკავშირებს დასახლებულ სოფლებს რეგიონულ ცენტრთან და თიანეთის რეგიონს კახეთის რეგიონთან. ეს არის ფშავ-ხევსურეთთან, ყაზბეგთან და რუსეთის საზღვართან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. რეგიონული განვითარებისთვის მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა აუცილებელია. პროექტის განხორციელება ეკონომიკურად კიდევ უფრო საინტერესოს გახდის რამდენიმე რეგიონს და ბევრ დამატებით ფუნქციას შესძენს. განსაკუთრებით საინტერესო გახდება ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისით. შემცირებული მანძილი და მოწესრიგებული გზა ვიზიტორების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის. რა თქმა უნდა შეიცვლება ადგილობრივთა სოციალურ- ეკონომიკური პირობები“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R