საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 21 აგვისტო 2018
გელა სამხარაული ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერ იოსებ ქარუმაშვილთან ერთად, სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა და ახმეტის ღვინის ქარხანაში დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო. სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი - მატანი, ქისტაური და ახშანი დააზარალა. 

გელა სამხარაულის განცხადებით, ამ ეტაპზე აუცილებელია მოსახლეობას სტიქიისგან გადარჩენილი მოსავლის ჩაბარების პრობლემა მოეხსნას. მისივე თქმით, სტიქიური მოვლენები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია აგრობიზნესში და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იფიქროს ამ რისკების თავიდან აცილებაზე დაზღვევის მექანიზმების გამოყენებით.

„აგროდაზღვევა არის ის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიო მოსავალი. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ით. დაზღვეული ფართობების ზრდა სადაზღვევო ტარიფებს უფრო შეამცირებს. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც, აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლებს მხოლოდ ის ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი კანონიერ მფლობელობაში აქვს. წლის ბოლომდე გავახანგრძლივეთ მიწის გამარტივებული რეგისტრაციის პროცედურაც. როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ფერმერებისთვის მომგებიანი იქნება შესაბამის სამსახურს, რეგისტრაციის მოთხოვნით პირველ იანვრამდე მიმართონ. თუ კი გაქვს მეურნეობა უნდა გქონდეს თავდაცვის მექანიზმებიც, დაცული და კმაყოფილი ბიზნესი სახელმწიფოსთვისაც კარგი აქტივია“, - განაცხადა გელა სამხარაულმა. 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის განმარტებით, ბოლო 4 წლის მანძილზე კახეთში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა. ფაქტია ისიც, რომ სეტყვის შესამსუბუქებლად გასროლილმა რაკეტებმა ღრუბლის მასები მნიშვნელოვნად შეამცირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R