საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოში: რუსეთის აქ დაბრუნება გაანადგურებს ამ ორგანიზაციას, ნუ დავუშვებთ შეცდომას

ევროპული საქართველო 11 ოქტომბერი 2018
გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოში: რუსეთის აქ დაბრუნება გაანადგურებს ამ ორგანიზაციას, ნუ დავუშვებთ შეცდომას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, მიმართა და ასამბლეის წევრებს მოუწოდა მკვეთრი პოზიცია ჰქონოდათ რუსეთის ამ ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ. კანდელაკის თქმით, ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნება პრინციპულად არასწორია და ორგანიზაციაში დიდ კრიზისს გამოიწვევს. 

„1998 წელს, როდესაც რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა, მთავარი კითხვა, რომელიც აქ ისმოდა, იყო: ევროსაბჭო შეცვლიდა რუსეთს, თუ რუსეთი ევროსაბჭოს.

ჩემი აზრით, ის არაეთიკური და აგრესიული გზა, რომლითაც გენერალური მდივანი დებატებში ჩარევას და დებატებზე ზეგავლენას ცდილობდა, სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი წარმატებულია ევროსაბჭოს ცვლილების პროცესში.

დასანანია, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, რომელიც უინსტონ ჩერჩილმა დააარსა, იმეორებს აგრესორის ცრუ არგუმენტებს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ არგუმენტის პასუხად, რომ მოსამართლეთა უმეტესი ნაწილის არჩევა რუსეთის პარლამენტარების გარეშე მოხდება- გაიხსენეთ 1998 წელი. როდესაც რუსეთი გაწევრიანდა, არც ერთი მოსამართლე არ იყო რუსეთის დეპუტატების მიერ არჩეული და ეს სრულებით მისაღები იყო. 
გენერალურ მდივანს, ასევე, ავიწყდება, რომ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, და ეს უკვე გაკეთებული აქვს. 

ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული არგუმენტიც ცრუა, რადგან სადაო თანხა არც ისე დიდია და თუ ამ თანხას თითოეულ წევრზე გადავანაწილებთ, ერთ მილიონ ევროზე ნაკლები იქნება, რაც მისაღებია ისეთი ქვეყნისთვისაც, როგორიც საქართველოა.

კოლეგებო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიულ პარალელებზე, ეს ბევრის აღშფოთებას იწვევს - როგორ შეიძლება დღევანდელი რუსეთი შევადაროთ საბჭოთა კავშირსო, გვპასუხობს ბევრი. ცხადია, სხვაობა ამ ორს შორის დიდია და სტალინიზმის ბნელი დღეები დასრულდა, მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ლოგიკა არ შეცვლილა. ეს პარალელები გარდაუვალია. როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ფინეთში, ერთა ლიგამ არ შეცვალა ლიგის წესები- ერთა ლიგამ გარიცხა საბჭოთა კავშირი.

გამიხარდა, როდესაც მოვისმინე უინსტონ ჩერჩილის ძალიან კარგი ციტატა მორიგების პოლიტიკის, ომისა და ღირსების შესახებ. კიდევ ერთი მისი ციტატა, რომელიც ბრწყინვალედ ეხმიანება დღევანდელ დებატს: მომრგები ისაა, რომელიც კვებავს ნიანგს, იმედით, რომ ნიანგი მას ბოლოს შეჭამს.

მივმართავ კოლეგებს, ვისაც სურვილი აქვს კენჭი უყაროს ამ ანგარიშს, კეთილი განზრახვით- კენჭი უყაროს იმ იმედით, რომ როდესაც წარმოდგენილი იქნება რუსეთის პარლამენტი -არადემოკრატიული პარლამენტი, რადგან დუმა არ არის დემოკრატიული გზით არჩეული; როდესაც რუსი პარლამენტარები აქ დაბრუნდებიან, ეს მისაღები გახდება; რომ ეს გარკვეულწილად იმუშავებს.

კოლეგებო, ეს არ იქნება მისაღები. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არღვევს მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სჩადის ეთნიკურ წმენდას, რომელსაც ეს ორგანიზაციაც აღიარებს.

რუსეთთან მიმართებაში მსგავსი დათმობა ამ ორგანიზაციას გაანადგურებს. ნუ დაუშვებთ შეცდომას.
როდესაც ამ დებატის შემდეგ დასხდებით, რათა ხმა მისცეთ ანგარიშის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, გაიხსენეთ ეს პოლიტიკური კონტექსტი. ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ანგარიშისთვის ხმის მიცემა რუსეთის იმ ქმედებების ლეგიტიმაციის ტოლია, რომელიც მან ჩაიდინა და რომლის გაგრძელებასაც გეგმავს მომავალში “, - ამ სიტყვით მიმართა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, კომიტეტში დააბრუნოს მოხსენება, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესების წესების შეცვლას ითვალისწინებდა. მომხსენებელმა პეტრა დე სუტერმა ხაზი გაუსვა დოკუმენტის გარშემო წარმოქმნილ "ცხარე კამათს" და გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ საკითხის განხილვას 2019 წლის იანვარში დაუბრუნდეს. მის წინადადებას მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 99 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 79 წავიდა, 16-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოთხოვნით შემუშავებული ახალი წესების დასამტკიცებლად, ხმათა ორი მესამედი იყო საჭირო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
10 ოქტომბერი 2019

ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

მსგავსი

გიგა ბოკერია პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა
02 ოქტომბერი 2019

გიგა ბოკერია პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა

ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციის დელეგაციის შეხვედრა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებთან
30 სექტემბერი 2019

ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციის დელეგაციის შეხვედრა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებთან

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
17 სექტემბერი 2019

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ
12 სექტემბერი 2019

„ევროპული საქართველოს“ წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R