საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური მედლით დაჯილდოვდა

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA) 02 დეკემბერი 2019
გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური მედლით დაჯილდოვდა

28-29 ნოემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 38-ე სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი მოსიძემ მიიღო მონაწილეობა.

ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.

ბალტიის ასამბლეა ყოველწლიურად ანიჭებს სპეციალურ ჯილდოებს ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და გამომგონებლობის სფეროებში, აგრეთვე ბალტიისპირეთთან მჭიდრო თანამშრომლობის დარგში.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სახელით გამოსვლისას, გიორგი მოსიძემ ისაუბრა საქართველოს მიერ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარების შესაძლებლობას, აგრეთვე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე.

გიორგი მოსიძემ ხაზი გაუსვა სუამ-ის წევრ ქვეყნებსა და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს შორის მჭიდრო, კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის 38-ე სესიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა, ბენელუქსის, სკანდინავიისა და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლებმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ხელაშვილი ბალტიის ასამბლეის გაერთიანებული კომიტეტების ონლაინ შეხვედრას დაესწრო
12 თებერვალი 2021

გიორგი ხელაშვილი ბალტიის ასამბლეის გაერთიანებული კომიტეტების ონლაინ შეხვედრას დაესწრო

მსგავსი

საპარლამენტო დელეგაციამ, ონლაინ ფორმატში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
10 თებერვალი 2021

საპარლამენტო დელეგაციამ, ონლაინ ფორმატში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ქართველი პარლამენტარები სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ
27 სექტემბერი 2018

ქართველი პარლამენტარები სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ

 საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართა
18 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართა

საქართველო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს
18 დეკემბერი 2017

საქართველო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R