საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო დელეგაციამ, ონლაინ ფორმატში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 10 Feb 2021
საპარლამენტო დელეგაციამ, ონლაინ ფორმატში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
სუამი-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის ხელმძღვანელობით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დებატები გამართა.

ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ და პარლამენტის წევრებმა კახა კახიშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ირაკლი ზარქუამ, ლევან მგალობლიშვილმა. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის თემას ყარაბაღის კონფლიქტი წარმოადგენდა. მხარეების მიერ აღინიშნა, რომ რეგიონის სამომავლო ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არ გააჩნია.

გიორგი ხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მათ შორის, საუბარი შეეხო ცხინვალის უკანონო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის საკითხს.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, რადგან როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ჰუმანიტარული ვითარების მხრივ სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად უარესდება.

ასამბლეაზე მხარეებმა კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილებაზე იმსჯელეს.

გიორგი ხელაშვილმა კოლეგებს გააცნო საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება და ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიის ეფექტურ მართვასთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე.

სუამის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა, რომლებიც 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ თავიანთ დასკვნაში, რომელიც წარედგინა ასამბლეას, აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა საერთაშირისო დემოკრატიული სტანდარტების გათვალისწინებით თავისუფალ და სამართლიან ვითარებაში, რომელიც სრულად გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის ნებას.

ასამბლეაზე პარლამენტის წევრებმა ასევე იმსჯელეს სუამ-ის ფარგლებში სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი პროექტების წარმოებაზე.

აღინიშნა, რომ სუამ-ის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და სატრანსპორტო კორიდორის პოტენციალი ეფექტურად არის გამოსაყენებელი. საუბარი შეეხო ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებას კონკრეტული მიმართულებებით.

2021 წელს დემოკრატიისა და განვითარების ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება.

ასამბლეის მუშაობაში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას რეპუბლიკის და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბალტიის ასამბლეის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეისა (PABSEC) და თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლებმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 Jun 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R