საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 22 ივნისი 2021

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრალიის ელჩს საქართველოში, მარკ ინეს ბრაუნს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და მათი გაძლიერების გზების, მათ შორის - საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებებზე ისაუბრეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ავსტრალიელ დიპლომატს ავსტრალიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც როგორც ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე არაღიარების პოლიტიკას შეეხება, მადლობა გადაუხადა.

 

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძემ დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რომლებიც გაწერილია მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ პირველ რეზოლუციაში საგარეო პოლიტიკის შესახებ. თავმჯდომარემ ელჩს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო.

 

მარკ ინეს ბრაუნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და კომიტეტის თავმჯდომარეს საპარლამენტო ხაზის გააქტიურების მნიშვნელობაში დაეთანხმა. მისი თქმით, აუცილებელია ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების უფრო მეტად დაახლოება მეგობრობის ჯგუფების ეფექტური მექანიზმით.

 

შეხვედრაზე მხარეები რეგიონში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხნენ და უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რეგიონში რუსეთი გავლენის გაზრდა დამატებით გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად - რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც. აგრეთვე, ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტს, კერძოდ, საქართველოს და ავსტრალიის საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო პლატფორმებზე ერთნაირ პოზიციონირებას.

 

შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ მარკ ინეს ბრაუნს, რომელიც მალე დატოვებს მის პოზიციას, წარმატებები უსურვა და საქართველო-ავსტრალიის თანამშრომლობის საპარლამენტო ხაზის გაძლიერება აღუთქვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ნიკოლოზ სამხარაძე პაველ ვიზდალს შეხვდა
10 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე პაველ ვიზდალს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R