საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე პაველ ვიზდალს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 მაისი 2021
ნიკოლოზ სამხარაძე პაველ ვიზდალს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პაველ ვიზდალს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მათი გაძლიერების გზები განიხილეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დიპლომატს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პრიორიტეტებზე და საპარლამენტო დღის წესრიგზე ესაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე, რაზეც  ელჩმა, ქვეყნის სახელით, სრული მხარდაჭერა გამოხატა.

საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია აღნიშნა, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სლოვაკეთი აღნიშნულია როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  პარტნიორი საქართველოსთვის.

პაველ ვიზდალის თქმით, საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა სლოვაკეთისთვის და აქედან გამომდინარე, საქართველოში სხვადასხვა, მათ შორის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული პროექტების დასაფინანსებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხები გამოიყოფა სლოვაკეთის მხრიდან.

მხარეებმა შეხვედრისას, სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წუხილი გამოხატეს.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა, როგორც უმაღლეს ასევე, საკომიტეტო დონეზე საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების გზებზე, მათ შორის,  საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო კომიტეტების შეხვედრების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, კოვიდ ვითარების გაუმჯობესების შემდეგ მხარეებს შორის ვიზიტების გაცვლა მოხდება.

სლოვაკეთის ელჩთან შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R