საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 11 მაისი 2021
ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში რუმინეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მათ შორის, ისაუბრეს პარლამენტის მიერ მიღებულ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციაზე, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხება.

მხარეებმა ნატო-ში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით საქართველოს გეგმა გააცნო.

ელჩმა აღნიშნა, რომ რუმინეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას და ასევე, სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას. 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები და არსებული გამოწვევები ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R