საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

მაჟორიტარი დეპუტატები 02 მარტი 2020
გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ ჭაპალა-სამტრედოს შიდა გზის მოწყობის სამუშაოები, 1350 გრძივ მეტრზე იგება ბეტონის საფარი, 717 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გ & კ ტექნოლოგი“ ასრულებს.

პროექტი, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად მოვინახულე ჭაპალა-სამტრედოს მშენებარე გზა, შარშან გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით ჩატარდა და წელს 1 350 გრძივ მეტრზე იგება ბეტონის საფარი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რამდენიმე სოფლის მოსახლეობას დააკავშირებს ცენტრალურ გზასთან, რითაც ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. სავარაუდოდ მომავალ წელს გზას საბოლოოდ დავასრულებთ და ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა თავისუფალი, კომფორტული გადაადგილების საშუალება,“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა

გოგი მეშველიანმა დღესვე მოინახულა სოფელ ზვარეთში 60 მოსწავლეზე გათვილი საბაზისო სკოლის მშენებლობის პროცესი.

„ამ ეტაპზე სამუშაოების 65% უკვე შესრულებილია და სავარაუდოდ სკოლა, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება.
ძალიამ მნიშვნელოვანი პროექტია, წლების განმავლობაში სოფელს აწუხებდა ეს საკითხი ვინაიდან, ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მოხარულები ვართ, რომ მოხერხდა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა,“ - აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

ზვარეთში ახალი სკოლა და ეზოში მინი სტადიონი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა“ ასრულებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R