საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდნენ

მაჟორიტარი დეპუტატები 26 მარტი 2020
ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდნენ

„ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე და საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი შეუერთდნენ მოხალისეთა ჯგუფს - “STOP COVID 19” და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად წამოიწყეს კამპანია „დარჩი სახლში სიცოცხლისთვის“.

კამპანიის ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფი ხანდაზმული და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვების საცხოვრებელ მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს.

ირაკლი აბუსერიძემ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას საგანგებო რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ვითარების დარეგულირებამდე გაგრძელდება.

„ჩვენი ქვეყანა გლობალურ გამოწვევას და შექმნილ კრიზისს წარმატებით უმკლავდება. ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, აბსოლუტურად ყველა სახელისუფლო რგოლი მუშაობს კოორდინირებულად და ეფექტურად.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე, თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფშია, მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირებს, ბენეფიციარებსა და ხანდაზმულებს ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით სურსათსა და სამედიცინო საშუალებებს. კამპანიის მხარდაჭერისთვის, მსურს მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას. მჯერა, ერთიანობით მსოფლიო გამოწვევას უმოკლეს ვადაში დავამარცხებთ“, -აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R