საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები 27 ნოემბერი 2015

 

 
 კ.ოქრიაშვილი: მოგესალმებით, კოლეგებო, ბატონებო. სტუმრებო, დღეს საქართველოში, პარლამენტში, ვირჩევთ მთავარ პროკურორს 6 წლის ვადით. ეს უმნიშვნელოვანესი თანამდებობაა და უმნიშვნელოვანესი პროცესის ხელმძღვანელები ვართ ჩვენ. ჩვენი ფრაქციის „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ სახელით მინდა პირველ რიგში მივესალმო და მხარი დავუჭირო პროკურატურის ამ რეფორმას, რომლითაც მთავარი პროკურორის თანამდებობა გახდა არჩევითი. აქამდე, მოგეხსენებათ, ამ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ. შესაბამისად რეფორმის შედეგად წესით უნდა მივიღოთ მთავარი პროკურორის სრულიად დამოუკიდებლი და მდგრადი პოზიცია. იმედი მაქვს, რომ პროკურატურის რეფორმა ბევრ დადებითს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შემთხვევითი არ არის ისიც, რომ რეფორმის შედეგად მთავარი პროკურორი ირჩევა 6 წლის ვადით, რამაც წესით უნდა უზრუნველყოს მისი სრული დამოუკიდებლობა პოლიტიკური კონიუნქტივისგან და ინდივიდებისაგან. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის აუცილებელია გაშლილი ლიდერობის პრინციპებზე დამკვიდრებული სახელმწიფო მენეჯმენტი ყველა დონეზე, მათ შორის, სამართლადამცავ ორგანოებში და ამ შემთხვევაში პროკურატურაში. ამ კონტექსტში მთავარი პროკურორის დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ახალ შინაარსს და მნიშვნელობას იძენს. პარლამენტის მიერ არჩეული და დამტკიცებული მთავარი პროკურორი უნდა ემსახურებოდეს არა კონკრეტულ ადამიანებს, არა რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კანონის უზენაესობის და სამართლიანობის სადარაჯოზე ყოფნას, საბოლოო ჯამში კი უნდა ემსახურებოდეს მთავარ მიზანს სახელმწიფო პროგრესს მისი განვითარების ყველა მიმართულებით. ჩვენი ფრაქციის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებ ბატონი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. იმედი გვაქვს, რომ ის ღირსეულად შეასრულებს ამ ძალზედ საპასუხისმგებლო ფუნქციას ქვეყნის პროგრესის საქმეში და მინდა ვუსურვო მას წარმატება. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება სამაგალითო და ღირსეული დამცველი ადამიანის მთავარი უფლებების და თავისუფლებების, იქნება მიუკერძოებელი დამცველი კანონის უზენაესობისა. 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ განზრახ განვმეორდები და მივმართავ სახელმწიფო მმართველობის და თვითმმართველობის ყველა მოხელეს: ბატონებო, კოლეგებო, დღეს თქვენ გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. შეგახსენებთ, რომ თითოეული თქვენთაგანი ზედმიწევნით უნდა ემსახურებოდეს მისთვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს და მოვალეობებს და არ უნდა ემსახურებოდეს ვიწრო პარტიულ ინტერესებს.გათავისუფლდით დაქვემდებარების ძველი სტერეოტიპებისაგან; მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ „ვიღაცის კაცი“ კი არ ბრძანდებით, არამედ ქვეყნის და ხალხის მსახური ხართ; ამიტომ თქვენ ანგარიშვალდებული ხართ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის წინაშე და უნდა შეგქონდეთ თქვენი წვლილი ქვეყნის წინსვლაში მხოლოდ კანონით დაკისრებული ამოცანების შესრულებით; ვიტყვი და ეს არ იქნება გადამეტებული, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელეს მხრიდან ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე ზემოთ პარტიული ან პიროვნული ინტერესების დაყენება ავტომატურად უნდა განიხილებოდეს, როგორც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება.
მინდა კომენტარი გავაკეთო პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე, უფრო სწორად, კინკლაობაზე და განვაცხადო, პარლამენტში არსებობს მასშტაბური აზროვნების დეფიციტი, ბატონებო. იმედი მაქვს, რომ მომავალი პარლამენტი იქნება უკეთესი. გმადლობთ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
03 თებერვალი 2016

კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

მსგავსი

28 დეკემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

18 დეკემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

31 მარტი 2015

ფრაქცია \"უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა პარლამენტის რიგგაშე სხდომაზე

10 ნოემბერი 2014

ფრაქცია \"უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების\" განცხადება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R