საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები 28 დეკემბერი 2015


კ.ოქრიაშვილი. პატივცემულო კოლეგებო, შედარებით მოკლე გამოსვლა მექნება, იმიტომ, რომ ძალიან გვიანია. პატივცემულო მთავრობის წევრებო, სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩვენ ორი მაჟორიტარული ფრაქცია გავერთიანდით საპარლამენტო უმრავლესობაში, ეს განპირობებული იყო უმრავლესობის რიგებიდან თავისუფალი დემოკრატების გასვლით, პრაქტიკულად შეიქმნა უმრავლესობის დაშლის საფრთხე, რაც ქვეყანაში გამოიწვევდა პოლიტიკურ კრიზისს და შედეგად ასევე ეკონომიკურ კრიზისს. ჩვენ პარლამენტის შემადგენლობაში პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ცალკეული დეპუტატების საპარლამენტო კომპენტენცია არ არის საკმარისი, ამიტომ სანამ მივიღებდი ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებას, უმრავლესობაში გაერთიანების შესახებ, ჩვენს ფრაქციაში მსჯელობისას არსებობდა ასეთი მოსაზრება, რომ ხომ არ აჯობებდა ყოფილიყო რიგგარეშე არჩევნები და შედეგად მიგვეღო პარლამენტის უფრო კვალიფიციური შემადგენლობა, მაგრამ იმ პოლიტიკურ რეალობაში იმის გარანტია, რომ ახალი შემადგენლობა იქნებოდა უკეთესი და არა უარესი, არ არსებობდა, ამიტომ საფუძვლიანი შიდა განხილვის და ანალიზის შედეგად მივიღეთ უმრავლესობაში გაერთიანების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს პასუხისმგებლობის გაზიარებას. კოლეგებო, მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ჩვენ ფრაქციას ჰქონდა ძალიან კომფორტული პოლიტიკური პოზიცია, შეგვეძლო კონკრეტულ საკითხებზე ჩვენი ხედვების და დამოუკიდებელი მოსაზრებების ღიად და შეუზღუდავად გამოხატვა საპარლამენტო ტრიბუნიდან, ზოგ საკითხში შესაძლებელია გაგვეზიარებინა უმრავლესობის პოზიცია, ხოლო ზოგ საკითხში შეიძლება გაგვეწია ჯანსაღი ოპონირება. ჩვენ ახლაც ვახერხებთ შევინარჩუნოთ ჩვენი მოსაზრებების დამოუკიდებლობა უმრავლესობის შიგნით, მაგრამ ვიზიარებთ რა მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას, როგორც წარმატებაზე, ასევე წარუმატებლობაზე, თავს ვალდებულად ვთვლით გავიზიაროთ უმრავლესობის საერთო პოზიცია და მხარს უჭერთ მთავრობის პრაქტიკულად ძველ შემადგენლობას. კოლეგებო, მოდის ახალი წელი, რომელიც საარჩევნო წელია, გილოცავთ. პატივცემულო მთავრობის წევრებო, თქვენც გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს და ამავდროულად ვითხოვთ თქვენგან, რომ დამდეგ ახალ წელს გაგეხსნათ მეორე სუნთქვა და შეძლოთ გაუძღვეთ და წარმატებით გაუმკლავდეთ ჩვენ საერთო პასუხისმგებლობას საქართველოს სასიკეთოდ. რაც შეეხება, ბატონო დუმბაძე, რაც შეეხება, ეგრეთ წოდებულ, პორტირების თემას, ბატონებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატები, ჩვენ არასდროს ვყოფილვათ რომელიმე პარტიის წევრი მაჟორიტარი, პირველ რიგში, ნიშნავს კომპეტენტურ ლიდერს, რომელიც აღჭურვილია პასუხისმგებლობით ხალხისგან და არა პარტიისგან და ჩვენ, ჩვენი ლიდერობის ფარგლებში ყოველთვის ყველა მთავრობის სასიკეთო საქმეებს ვუჭერდით მხარს და ყოველთვის ღიად ვაკრიტიკებდით და ვემიჯნებოდით, როდესაც მათი ქმედება, ჩვენი აზრით, არ იყო ქვეყნის სასიკეთოდ მომტანი. ჩვენი ფრაქციის წევრების უმრავლესობა ოთხჯერ არის არჩეული საქართველოს პარლამენტში, მე პირადად კი, სამჯერ და ყოველთვის ვიყავით არჩეულები, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატები, პორტირება ხდება მაშინ, როდესაც ერთი პარტიიდან გადადიხარ მეორე პარტიაში, აბა რა პორტირებაზეა ჩვენ შემთხვევაში საუბარი, ყველაზე ხშირად ამაზე ლაპარაკობენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც თავად არიან მრავალგზის პორტირებულები. ბატონი მიშა მაჭავარიანი ლამის მეცოსოპრანოზე ყვირის ჩვენ პორტირებაზე და თავად არის ერთ-ერთი ყველაზე მომთაბარე პოლიტიკოსი. ეხლა სიმღერაში ვარჯიშობს, ნურავის გაუკვირდება ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი მხარდაჭერის მოხსნაზე და პასუხისმგებლობის არგაზიარებაზე, თუნდაც ცოცხების ....და ზოგადად ციხეებში ჩადენილ ძალადობაზე. ღმერთმა ნუ ქნას და თუ მსგავსი რამე განმეორდა, ჩვენ აუცილებლად გავემიჯნებით ასეთ პასუხისმგებლობას და მოვუხსნით მხარდაჭერას ასეთ მთავრობას, დიახ. პორტირების გარდა, ბატონებო, არსებობს ტერმინი დეპორტაცია და მომავალი წლის შემოდგომაზე მრავალი თქვენთაგანი იქნება დეპორტირებული ამ შენობიდან, თანაც როგორ ლამაზად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც დავუჭერთ მხარს ყველა მთავრობას, რომელიც გაირჯება ქვეყნის სასიკეთოდ. გმადლობთ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
03 თებერვალი 2016

კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

მსგავსი

18 დეკემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

27 ნოემბერი 2015

კახა ოქრიაშვილის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

31 მარტი 2015

ფრაქცია \"უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარის, კახაბერ ოქრიაშვილის გამოსვლა პარლამენტის რიგგაშე სხდომაზე

10 ნოემბერი 2014

ფრაქცია \"უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების\" განცხადება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R