საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახაბერ ოქრიაშვილის განცხადება

მაჟორიტარი დეპუტატები 09 ივლისი 2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემ მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: 

სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეების მატერიალური ან სხვა სახის დახმარება კანონდარღვევად ითვლება „არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით“. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ასეთი აქტი გამოცემული არ არის. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის 1 პუნქტში, „ამომრჩევლის მოსყიდვა“ დეტალურადაა განმარტებული და ნათელია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის პირველადი საკვები პროდუქტით დახმარება (პროდუქტების კალათის ღირებულება არ აღემატებოდა 100 ლარს) არის სოციალური პასუხისმგებლობის აქტი და არა „ამომრჩევლის მოსყიდვა“.

ISFED-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ იგი მოიცავდა 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს და ასევე, მოგვეცა რეკომენდაცია, თანხები შევწიროთ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ.

სრულად ვიზიარებ აღნიშნულ რეკომენდაციას და შევახსენებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - მთავრობის პირველივე საჯარო განცხადებისთანავე, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნის შესახებ, მე გახლდით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ფონდს 300 000 ლარი შესწირა. აქვე დავაზუსტებ, რომ აღნიშნულ ფონდში თანხა 2020 წლის 21 მარტს გადაირიცხა, ხოლო 16 000 ოჯახს პროდუქტით დახმარება 2020 წლის 28 აპრილიდან, 1 კვირის განმავლობაში გაეწია და არა 1 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში.

და ბოლოს, ჰუმანიტარულ ჭრილში, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ უკიდურესად დაამძიმა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აპრილ-მაისის პერიოდში იწყება სამეურნეო მიწების დამუშავება და არა მოსავლის აღება, სოფლად მცხოვრები უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ითხოვდნენ შველას. ამიტომ მიმაჩნია, ჩემ მიერ ამ ოჯახების დასახმარებლად გაღებული პირველადი საჭიროების პროდუქტი გახლავთ მათი სოციალური მდგომარეობის მცირედი შემსუბუქება და არა „მოსყიდვა“.

მჯერა, საზოგადოება სწორად შეაფასებს ჩემ მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R