საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახაბერ ოქრიაშვილის ინიციატივით, „მაღალმთიანის“ სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლები კანონით გათვალისწინებული შეღავათებით მაინც ისარგებლებენ

მაჟორიტარი დეპუტატები 05 ნოემბერი 2018
კახაბერ ოქრიაშვილის ინიციატივით, „მაღალმთიანის“ სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლები კანონით გათვალისწინებული შეღავათებით მაინც ისარგებლებენ

დმანისისა და წალკის მაჟორიტარის, კახაბერ ოქრიაშვილის ინიციატივით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. 

ცვლილებების აუცილებლობა მსგავსი გეოგრაფიული, თუ დემოგრაფიული პირობების მქონე სოფლებს შორის შექმნილმა უთანასწორობამ გამოიწვია.

კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის 58 დასახლებული პუნქტიდან, 49 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი აქვს, ხოლო დარჩენილ ცხრას, რომელთაგან ზოგიერთის მდებარეობა უმნიშვნელოდ განსხვავდება სტატუსის მქონე სოფლებისგან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ გააჩნია.

შესაბამისად, ქალაქი დმანისი და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი ვერ ახერხებენ კანონით გათვალისწინებული სოციალური, საგადასახადო და სახელფასო დანამატებითა და შეღავათებით სარგებლობას.

შექმნილ ვითარებას უსამართლობად მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობაც. დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების გარდა, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას სხვა მუნიციპალიტეტების არაერთი დასახლებული პუნქტიც.

კანონის მოქმედი რედაქციით, მაღალმთიანის სტატუსის მიღება ხუთი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგადაა შესაძლებელი.

მაჟორიტარის ინიციატივით კი, კანონის მე-2 მუხლს დაემატება მე-7 და მე-8 პუნქტები, რაც საქართველოს მთავრობას მიანიჭებს უფლებამოსილებას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭოს.

საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, განსაკუთრებული შემთხვევების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა თავად განსაზღვრავს.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა
25 აპრილი 2021

დავით სონღულაშვილი: მემორანდუმი ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯთან“ კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რითიც დიდ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა

მსგავსი

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
22 მარტი 2021

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა
13 მარტი 2021

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ანსამბლ „ბოლნელის“ წევრებს შეხვდა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
08 მარტი 2021

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო
01 მარტი 2021

გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R