საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობა 16 May 2018
ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

უმრავლესობისა და „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპალამენტო ფრაქციის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა ქ. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა. 

შეხვედრის მიზანი იყო „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპალამენტო ფრაქციის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის სტუდენტებისათვის გაცნობა.

დღეს არსებული მდგომარეობით, არც საქართველოს შრომის კოდექსი და არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სტაჟიორის (პრაქტიკანტის) ცნებას შრომით ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ, ზოგადად, სტაჟიორის სტატუსი, საქართველოში ოფციალურად არ არსებობს.

აღნიშნული იწვევს არაერთი სახის პრობლემას, კერძოდ - გაურკვეველია სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობის სახე, რის გამოც დამსაქმებელს შეუძლია ბოროტად ისარგებლოს სტაჟიორის შრომით. სტაჟიორს არ გააჩნია შრომითი უფლებები, არ შეუძლია საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ის სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც ყველა დასაქმებულს ეკუთვნის კანონით.

გარდა ამისა, პრობლემურ საკითხად რჩება ის უმთავრესი გარემოება, რომ ანაზღაურებად სამსახურში მისაღებად, როგორც წესი, ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მითითებულია სამუშაო გამოცდილება. იმის გამო, რომ სტაჟიორის/პრაქტიკანტის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, სტაჟირების/პრაქტიკის განმავლობაში გაწეული სამუშაო ავტომატურად არ იძენს სამუშაო გამოცდილების სტატუსს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ინიციატივა ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შრომის კოდექსის“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერებას და აღნიშნული საკითხის მიმოხილვას შრომითი ურთიერთობის ჭრილში.

პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები და აღნიშნულთან დაკავშირებით ის ცვლილებები რაც შეიძლება შევიდეს „შრომის კოდექსსა და საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, მათ შორის სტაჟირების შრომით სტაჟში ჩათვლა.

ყველა ზემოაღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სტაჟიორების უფლებების დაცვას და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების შექმნას. ასევე, მათ კარიერულ წინსვლას როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურში, რაც, ზოგადად, სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ძირითადი გარანტიაა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
07 May 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

მსგავსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
06 May 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა
21 Feb 2021

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

მამუკა მდინარაძე: „დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო“
29 Jun 2020

მამუკა მდინარაძე: „დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ
16 Jan 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R