საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობა 07 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნორბერტ როდგენს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასეს და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა აღნიშნეს.

საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება რუსეთის მხრიდან მომდინარე პროვოკაციული ქმედებები.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებზე საუბრისას, ნორბერტ როდგენმა საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღნიშნა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტის და მექანიზმის ჩართულობა, რათა საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ევროკავშირთან დაახლოება და ინტეგრაცია.

გერმანელი კანონმდებლის განცხადებით, გერმანია მზად არის აღნიშნული საკითხები ევროკავშირის წინაშე დააყენოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს.

უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბოლო ათწლეულია ურყევად აგრძელებს დასავლურ კურსს და არის მისი პრინციპების ერთგული.

მისივე შეფასებით, ეს დამოკიდებულება გერმანიის მხრიდან სათანადოდ ფასდება და შესაბამისად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება და მხარდაჭერა უცვლელი დარჩება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R