საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის სტაჟიორებში არის უდიდესი პოტენციალი, რომ მათგან კარგი პოლიტიკოსები, მენეჯერები და პროფესიონალები გამოვიდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნება“ 24 მაისი 2019
მამუკა მდინარაძე: პარლამენტის სტაჟიორებში არის უდიდესი პოტენციალი, რომ მათგან კარგი პოლიტიკოსები, მენეჯერები და პროფესიონალები გამოვიდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, არსებული მიღწევები და გამოწვევები მიმოიხილეს. მამუკა მდინარაძე სტაჟიორებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ქვეყანაში არსებული აქტუალური თემების შესახებ ახალგაზრდებმა შეხვედრაზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებებიც წარადგინეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სტაჟირების განმავლობაში ახალგაზრდების მიზნებითა და მოლოდინებით დაინტერესდა.

მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს პარლამენტში ყოფნის პერიოდში ყველა საჭირო უნარის მაქსიმალურად გამომუშავება ურჩია და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში სტაჟირება და პრაქტიკის გავლა პროფესიული ზრდის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

ფრაქციის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, რადგან მისივე თქმით, ახალგაზრდული რესურსი და ენერგია ამ პროცესებში საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ იმაზე გაცილებით დახვეწილად, ვიდრე, გულწრფელად ვაღიარებ, ჩვენ მათ ასაკში. არიან საოცრად კრეატიულები, დახვეწილები, სწორად ფიქრობენ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, სამართლებრივ სფეროებზე. ხედავენ პლიუსებს და მინუსებს რეალურად. ვფიქრობ, რომ პარლამენტის სტაჟიორებში არის უდიდესი პოტენციალი, რომ ხვალ მათგან გამოვიდნენ კარგი პოლიტიკოსები, კარგი მენეჯერები და პროფესიონალები. პოზიციის მიმღებლობა აქვთ სწორი და არიან, ამავე დროს, ძალიან კრიტიკულები. ეს ყველაფერი ერთად იძლევა იმის დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა და მათში არის უდიდესი პოტენციალი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ახალგაზრდები სტაჟირებას პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადიან. სტაჟიორები საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ისინი ესწრებიან კომიტეტების სხდომებს და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან. სტაჟირების პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“
05 მარტი 2021

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“

მსგავსი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა
22 თებერვალი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?
05 თებერვალი 2021

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი
25 იანვარი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R