საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნება“ 12 მარტი 2020
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრები - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრს ტიტუს კორლატეანს, კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ.

შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე კომენტარი გააკეთეს. 

„შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, არსებული გარემოებები, ამ გარემოებების შექმნის წინაპირობები, ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაზე და რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემასაც, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, პრაქტიკულად ყველა დელეგაცია, და მომხსენებლებიც მიესალმებიან ორი მხარის შეთანხმებას. საკითხის განხილვისას საუბარი არ იყო იმაზე თუ რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ მეტი ან ნაკლები ძალისხმევა გამოიჩინა. მათი დამოკიდებულება გამომდინარეობს საზოგადოების და საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობის მქონე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და განმტკიცებისთვის. რასაკვირველია, არის თემები, რომლებიც გამოიწვევს პოზიციათა სხვაობას, მაგალითად ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შეუსრულებლობა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას აკეთებდა, თუმცა ჩვენი მხრიდან, ამასთან დაკავშირებით, განმარტებები გაკეთდა. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენი და ჩვენი ოპონენტების პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ამ თემებზეც გვქონდა შეხვედრაზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„დახურულ შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებთან იყო გულწრფელი, ღია საუბარი. ჩვენთან შემხებლობაში იყო კონკრეტულად ის პროცესი, რამაც განაპირობა პროპორციულ სისტემაზე შემოტანილი კანონმდებლობის პარლამენტში ჩაგდება, რისი ორგანიზატორიც გახლდით მე და ჩემი თანამოაზრეები. ჩვენ გავაცანით პრეისტორია თუ როგორ განვითარდა ეს პროცესი, რამ განაპირობა და რა შედეგიც დადგა ეს სახეზეა. ასევე დავაფიქსირეთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ბოლომდე არ არის ჩვენთვის მისაღები, მაგრამ შეუთანხმებლობას შეთანხმება ყოველთვის სჯობია“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“
05 მარტი 2021

მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“

მსგავსი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა
22 თებერვალი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?
05 თებერვალი 2021

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - კომისიის 11 000-ზე მეტი მათი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ეს ადამიანები მოისყიდეს და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინეს?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი
25 იანვარი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R